მეცხრე მზე


ახლა ისეთი
სინათლე მავსებს,
თითქოს ბოროტთან დამთავრდა ომი,
გამიჯნული ვარ
ავებს და ნავსებს
სამი სანთლის წინ მდუმარედ მდგომი...
     გარინდული და
     ჯავშან-ასხმული
გული ჩურჩულებს სანუკვარ ლოცვას..
      ეს რა გრძნობაა, 
      არდანახული
რვა მზის მახლობლად მეცხრე რომ მოჩანს?
      მიიღე ღმერთო,
მდუღარე ცრემლის
კამკამა ალი, ნაბანი მზითვად,
     გამიმთლიანე
ქვეყნის და ერის
     სული და ხორცი, გონი და სიტყვა!
     გამიძლიერე,
გამოაბრწყინე
ყმაწვილთა სული, აშორე ვნება!
      გამოაღვიძე!
გამოაღვიძე!
ჩვენი ქართული  მეხსიერება!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი