სხვა დაბრუნება
მიმოვიწმინდე ფარულად ცრემლი, გამოპარული თვალზე უნებოდ და დავახვედრე ატეხილ გრიგალს ცივი გონება... ვუბრძანე ხელებს აღარკანკალი, გვერდი ვუქციე უნდო ქარაფებს... ღმერთო, რაა ეს?! -- სხვა დაბრუნება! სევდით გაჟენთილ ღრუბლის ბალიშებს სხივების სახრე მივცხე და მივცხე.... (..ცაზე მერცხლები ფრენდნენ გუნდებად...) და იმ ბალიშის ქულა-ბუმბულებს ვაშორე ნაცრის უფერო კლიშე... ვ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე პოეზიის მტრედის ხუნდებად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი