ჩემი ქალაქის აისი
არ დაბერდა ზენა ქარი, მიმოქროლვის ჟინი შერჩა, მთებს ქოჩორზე ეჩალიჩა და ღრუბლები აუჩეჩა. სიამაყის დაფდაფები აზანზარა ზართა ხმაზე, ჭიუხს გვერდი აუქცია ყვარლის ლოდის დანახვაზე. მერე ქალაქს ჩაუქროლა ათას ქართა ქარავანით... მედგრად დახვდა ნაომარი ყვარლის ციხე-გალავანი. იქით ბურსა აბუტბუტდა, აშრიალდა ჩალიანი... აქეთ დურუჯს შეუკაზმავს დევი დიდრონთვალიანი... ილიას ტბამ გაიბრწყინა კუდიგორის აივნიდან... შერცხვა მტარვალს და სანატრელ სიტურფეში გაირინდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი