ღვთიური ნუგბარი


ყველას ჰქონდეს სამყოფად
შობის ტკბილი ოცნება,
ყოველ გოზინაყობას  
დედაჩემი ცოცხლდება!

ვხედავ სახეს მომცინარს,
როცა ფერებ-ფერებით
ვქმნი ღვთის ნუგბარ-გოზინაყს
დედაჩემის ხელებით.

რწმენით ვუცქერ მირონ-ცას,
ეს ცა სანამ ანთია...
ქალობას რომ მილოცავს-
დედაჩემის ხატია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი