ფარნის საიდუმლო


საბრალო ქარი,
ფრთამოტეხილი,
ქუჩის ფარანში 
გამოკეტილი,
მარტოობისგან
გულდაწყვეტილი
ფორიაქობდა, 
როგორც შეშლილი...
და მისი შფოთვა
უცხო ლანდებად
ფარანს ავსებდა 
მწვანე ნათებად...
იმ ლამპიონის
მწვანე სინათლე
გვირგვინად ედგა 
სახლის სახურავს...
არვინ იცოდა,
სხივის მეისრე -
ქარი რომ იყო -  
დარდის მსახურად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი