Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_cammu05j073gotjt23vuggk659, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ჩემი დღე - ლია გიგიტაშვილი - თამარელი | პოეზია

ჩემი დღე


დავიბადე გაზაფხულზე,
მარტის ჭრელა თვეში,
დილის ლამაზ ალიონზე, 
ახალ სხივთა თქეშში.
მოველ, როგორც მოდის ყველა,
უფლის მაღალ ნებით,
კაცთა ხმებში ირეოდა
კოსმიური ხმები...
დამენათლა მისან-ნისლით 
ჩემი წილი მადლი;
ლექსი, როგორც ცხელი სისხლი
ჩემს ძარღვებში დადის..
ლექსი არის ჩემი ბედი,
ასე სურდა იღბალს,
სიტყვის ფუნჯით ვმოგზაურობ
ათას ფერთა მიღმა...
ხშირად, როცა ჩემს ვარსკვლავზე
წვიმს და სეტყვა ცვივა...
სხვისი ცრემლით დამწუხრებულს -
სხვისი დარდი მტკივა...
მომაპყარი ზეციერო
ყური ყოვლისმსმენი!
აძლიერე ჩემში მარად
სიყვარულის სენი,
მომიტევე სითამამე,
რომ ეს საქმე ვქმენი
და ლექსებად გამოვხატე
სიდიადე შენი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი