სხვა ომი


გული ატირდა - საბრალო კრავი...
დღეს რაც გვაღელვებს,
საბაბი და მონაგონია!
გაიხსენ გონი, გაიხსენ  თვალი, 
ჩემო სამშობლოვ,
ეს სხვა ომია!
ბნელი საქმენი - ბნელებს მიება - 
როგორც ამბობენ; ჯოჯოხეთი დაცარიელდა 
და ამოშვავდა ურდო ბნელეთის,
დედამიწაზე განსახიერდა!
ჩვენ კი, უგნურნი, ვხოცავთ ერთმანეთს,
დაუზოგავად, ლიწინ-ლიწინით...
რამ დაგაბრმავა ადამიანო,
ბოროტი დგას და ურცხვად იცინის!!!
მოყვასო ჩემო, 
ჩემო  საგულევ,
ყველა ტკივილი-
სიყვარულთან 
მონაგონია!
გაიხსენ გონი,
გაიხსენ თვალი,
ღმერთს მოუსმინე
 და მიხვდები:
ე ს   ს ხ ვ ა  ო მ ი ა !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი