კაცი-პოეტი
როცა კაცი - პოეტია, იფერფლება ფერებად, სულ ერთია: ყანას თოხნის, თუ ცას მოეფერება! ნასათუთებ, თოთო ნერგებს, თითოს- ღერებ-ღერებად ცინცხალ კვირტებს შეჰღიმილებს, ლექსად მოემღერება... როცა კაცი - პოეტია, მარჯვე სიტყვის ისრებით, შემოევლონ ჯადოქრები, მაგები და მისნები... ყველას ერთად გადასწონის დალოცვილი ღვთის ნებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი