ღიმილის სევდა
რა დროა, ვეკითხები ათინათებს, მთის წვერს რო სიწითლე გაურია.. ისე უღიმღამოდ ჩამოთენდა, ჩიტსაც კი ხმა არ გაუღია! ქუჩაა - უსასრულო ავტოების, მტვრიანი, ნერვიული ხმაურია. ვის შერჩა გამოხედვა გონიერი იქ სადაც აურზაურია. შეხვდები: სახე - ,,ტრაურია“, მოკითხვა - ათი შაურია, ღიმილი დანაშაულია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი