ცეცხლის ძალა
მზის ამოსვლას შეეგებე, სანამ ცაზე გამობრწყინდა, დაუძახე: მზეო, მზეო, ცეცხლი მომეც, ერთი ციდა! გულში უნდა გავიჩაღო, დავწვა ყველა არაწმინდა! შენი სხივის კონა მინდა, შენს სხივებში ნავარდობა, დაიარე ჩემს სხეულში მომაშორე ავადობა! ამობრძანდი ბრწყინვალებავ, დედამიწის მარადობავ, დაილოცოს შენი ძალა! შენ დიდება! შენ მადლობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი