მეიმედები
სიტყვით შობილო, თიხით ნაშენო, სამყაროს პირმშოვ, ედემის ბალღო, თუ ქართველი ხარ უნდა გიგრძნობდეს ქართული გული, ქართული ალღო! შენშია ცოდნა, შენშია ძალა, ცარგვლისოდენა, სასრულ-უსრულით: არჩევდე უნდა - ცრუსა და მართალს, ხედავდე სულით, შეიცნო სულით! მაგრამ, სასმისი სავსე გაქვს ბანგით, და შენც სავსე ხარ ბანგთა ბნედებით... ფერი გეცვალა, და საკვირველად, ასეთიც ძლიერ მეიმედები! მეიმედები, მიყვარხარ, გელი, გიცქერ და ცრემლში ტკივილებს ვალღობ... ლაზარეს სისხლო, მნათობთა შვილო, გამოაღვიძე ქართული ალღო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი