ძახილის ნიშნით
თოვლში ვიდექ, ზამთარი თმას ფიფქებით მვარცხნიდა... დაგიძახე: მჭირდები! შემეშველე მარცხნიდან! მარჯვნივ ნუ დამიდგები, ეს მფარველის მხარია! უფლის ჯარისკაცია, სულის გასახარია! რაც ბავშვობას გამოვცდი და ცხოვრებას შევები, ახლა მეტად მჭირდება მისი თბილი რჩევები! ახლა, როცა სამყაროს აერია დავთარი, როცა მიჭირს- გავმიჯნო ტყუილი და მართალი... როს მფარველის ხმას ფარავს ავ-მყეფართა განგაში... თუ მეგობრად გიცვნივარ, დამეხმარე ამაში: ერთად შევძლოთ ბოროტის დამუნჯება, მარცხი და.. მარჯვნივ ნუ დამიდგები, შემეწიე მარცხნიდან!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი