ლექსის სულიწმინდა


გონს ბურუსი განერიდა,
როცა, დღეო, სიყვარულით დამრთე ნება...
სულის სამზერ სარკმელიდან
ცა-თეთრლილა საღებავი
შემოღვარა
კიდევ ერთმა  გათენებამ...
რამ დაჰბერა
ზანზალაკთა წკრიალებით,
უცაბედად,
გული რითაც ალიცლიცდა..
გამაცოცხლა
და სიტყვების
ფიალებით
მიძღვნა
ლექსის სულიწმინდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი