ვითმენ...აღარ ჩადის ყელში


ვითმენ...აღარ ჩადის ყელში,
ვუძლებ დღეებს ქარიშხლიანს...
სამშობლოა აქ.. ჩემს
მკერდში-
 ცეცხლოვანი არითმია...
ეს რა სატკივარი გვჭირსო...
(ეშმა აღარ უჩინარობს)!
ვის დაკრულზე ხტუნავ კვიცო,
ცის დედოფლის უსმინარო!!!
წილი ყარეს ავაზაკთა:
ჩვენი რჯული გადათელონ...
ვის თამაშებს ეწირები
ჯიშიანო საქართველო!!!
ფრთხილად, ჩემო საქართველო!!!
არ დაეცე საქართველო!!!
გულის გულო, საყვარელო!!!
ღმერთი შენთან, სანატრელო!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი