დრო - უდროო
დრო - უდროო, დრო - მარადი, დრო - უცვლელად წრიული, ჟამი-ჟამად ქვასავარდნი, ჟამი -ჟამად მზიური. კაცმა სცადოს, ვერ ივაჭრებს შესყიდვით, თუ არენდით , ვერ დაიპყრობს დროის საჭეს ვერც შეცვლილი კალენდრით ... რაც არ უნდა ღვარძლი ჩადგეს ინშია, თუ იანში, ღმერთი იშვა, კვლავ იშვება დედის წმინდა წიაღში! როცა რისი დრო დადგება, მისი არის სამკალი; ზოგს - გვირგვინად დაადგება სულიწმინდის კამკამი. ასაღები აიღება, ცა-მარცვალა რაც არი, დასასჯელი დაისჯება- ანგელოზთა ჰამქარით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი