გუმანი
მადლობა უფალო გაბრიელ ბერისთვის, ნიადაგ მლოცველი კრავივით ერისთვის, მადლობა ქართული ბგერების ჟღერისთვის, ამ წმინდა ზეცისთვის, ამ დედა-ენისთვის! მტერი თუ მომძლავრდა, (უქები - იქების), წმინდანთა ღვაწლია - მათი განქიქების! მადლობა, რომ ვიცით გუმანით მიგნება; ჯერ მხოლოდ შვიდია, თორმეტიც იქნება! სამყარო იხილავს ნარ-ეკალს -მოცელილს, ერთად რომ დადგება თორმეტი მლოცველი!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი