სულში ჩასახედი ლექსი


ვიცვლებით მეგობარო, 
სადღაა ის ბალღობა,
თავაზიანი, ალალ- მზიანი,
თვალებციმციმა, და გულუბრყვილო..
ვიცვლებით და ჩვენს გარშემო დედამიწაც იცვლება...
და  გასაკვირი ისაა, რომ ჩვენ შეცვლილი დედამიწა გვიკვირს... 
კარებს გარეთ ხომ, ჩვენი არ არის,   სხვისია და ...
სხვისი - ადვილი გასაკიცხია...
მოძველებულა
ბევრი წესი...
ვხედავთ ობიანს!!!
სხვისი სიმცირე,
ოოოხ, რა ადვილი
 გასალანძღი და დასაგმობია!!!
გარეთ ომია, 
ტიტანების ჯახი-ჯუხია...
მთაც შერყეულა...
ბარიც აღარ ბარობს...
სხვისი მადლი  ათასჯერ რომ დაამდაბლე, 
მაქეთ...
კარს შიგნით...  სულში რა ხდება მეგობარო....(?!)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი