მონატრებული თოვლი
საფირონს გაცრის ამაღამ ზეცა, თეთრად იყუჩებს დედაბუნება.. ქათქათა ყინვის ზეწარს გატკეცავს სიცივის მკაცრი დიდებულება. ლამპიონების კაშკაშა შუქზე გადარეულა ფანტელთა ფარა... და მონატრებულ თოვლს ეფერება გაბრწყინებული ჩემი ფანჯარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი