ლოცვა


უფალო ტკბილო,
მოგვმადლე შენი მადლის
მათხოვრებს:
სისრულე ჯანში,
სინათლე თვალში,
სიმარჯვე მკლავში,
საღი აზროვნება თავში,
სიმშვიდე ოჯახსა და
ხალხში,
სილაღე მოყვრებში და
სიფხიზლე მტრებში...
სიყვარული და სათნოება
გულში,
უბრალოება სულში,
ნიჭი - მშვენიერების აღქმის,
სურვილი 
ლოცვისა და მარხვის,
სანდო მეგზური გზაზე,
კეთილი ანგელოზი მხარზე!
უფალო ტკბილო,
ვიდრე ხორცით დავალ, 
მუდამ მთხოვნელი ვარ ამის,
სადიდებლად და სამადლობელად
მამისა და ძისა და სულისა წმინდისა,
ამინ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი