ზეცის ჰიმნი
რა დარია! ატმის კვირტი იღიმება, საკუთარმა სურნელებამ გადარია. მერცხლებს სივრცე აუღიათ, აქ არიან, მოიცილეს უცხოობის ფარაჯები, მზად არიან - შემოსძახონ ზეცის ჰიმნი რუხ ღრუბლებზე გამარჯვების! რა დარია! ეს მზე თითქოს ღადარია, ბუხარ-ბუხარ აკრეფილი, შეკონილი ათას სითბოდ, ათას დილად აკინძული, ოქრო-სირმა შეყოლილი. აშრიალდა ნორჩ ფოთოლთა თაიგული, ახმიანდა ახალ ხმათა ნაკადული. მიწის პირი ყვავილების მახარია, ისიც უფალს შეჰღაღადებს, რა დარია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი