შობის დილა (იანვარი)


აელვარდა ცისკრის რაში,
ცა სიწმიდით მოჭედილა,
მართლის ქება-დიდებაში
გვითენდება შობის დილა.

ხარობს ბაგა, მღერის ბინა
მწემსებისგან ნათხოვარი,
დედას შვილი შეეძინა,
სამყაროს კი - მაცხოვარი!

ინატრე, რომ დაიბედო,
რა სიკეთეც გულით გინდა,
რწმენით გვავსებს საიმედო
მამა, ძე და სულიწმიდა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი