თებერვალი
ქარებს მწყემსავს თებერვალი, ურჩობს ფარა უფერო… იქნებ ქარი შეაჩერო გორასავით, ღრუბელო!.. ევედრება მწყემსი ბიჭი ცის ცვალებად ბინადრებს, თან მალულად ყველას დედას- მზიურ უბეს ინატრებს… ქარსაც ელის ბედისწერა, დევი შთანთქავს ცალთვალა, თბილ ბუხართან დაბრუნდება მწყემსი ბიჭი, ცანგალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი