თავისუფლების უფალი


***
დაბადებიდან რაღაცას ეძებ,
ვიღაცას ეძებ, უხმობ, მოელი
სანატრელ ბგერას, ფერების ჟღერას…
ძიებას ანდე ცხოვრება მთელი…
და ძიებაში არის აზარტი,
არის ტკივილი, მარცხი და ვნება…
ღვთიური მადლი მოულოდნელი,
იმედის სხივი, სიტყვის მიგნება.
ეძებ და ეძებ… რას ეძებ, ნეტავ?
სწონის გონება, გული კი ანცობს,
იდეალურს და აბსოლუტურს -
		თავისუფლებას…
ღმერთს ეძებ, კაცო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი