სათხოვარი


მაშინ, როცა მერცხლის ბუდეს
უპატრონოდ დავინახავ,
გულში სევდა დაიბუდებს
და იმედებს დავისახავ

მოვიყვანო გაზაფხული,
დროზე ადრე, ვიდრე მოვა.
ყინვისაგან დახატული
მსურს, შევწყვიტო მალე თოვა.

მაგრამ ფიფქი დამიჯერებს?
ის შენსავით ჯიუტია!
კრძალვით ვუცქერ ზამთრის ხელებს,
თოვლი რომ ვერ დაიტია.

ბიჭო, ცერად მომზირალო,
მე ერთი მაქვს სათხოვარი:
ნუ დაუნგრევ მერცხლებს ბუდეს,
უფლისაა, რაც რომ არი!

ხომ ძნელია, შენი სახლი, 
შენი ეზო-ბაღეული,
შორი გზიდან დაბრუნებულს
რომ დაგიხვდეს დანგრეული?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი