ჩიტმა თქვა
თითქოს ცას დაადგეს საცერი, ზემოდან ჩაასხეს წყალი, წვიმს. სველი ქუჩები ელავენ. წუხს ერთი ჩიტუნა მწყრალი; მომწყინდა ფოთლების საფარი და უქმად ხეებზე ბორგვა. ან, მზეო, აუშვი ფაფარი, ან, ქალო, მაჩუქე ქოლგა! ქოლგითაც ვიფრინო, რა უჭირს?! წვიმს, მე კი დავრჩები მშრალი. თითქოს ცას დაადგეს საცერი, ზემოდან ჩაასხეს წყალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი