აპრილი


ოქროქოშებ-კაბათეთრო,
სურნელოვან დალალებით,
ღაწვებვარდო, ხელგაშლილო,
გული გიცემს გამალებით.
ხან იები ისახსოვრე,
ხან ათასფერ პეპლებს სდიე,
ზოგი გულში ჩაიხუტე,
ზოგი თმაში ჩაიბნიე.
ყვავილთ ზღვიდან დამანახე
გაზაფხულის სანაპირო,
სიტყვის ფუნჯით შენთვის  ვხატე, 
ეს სურათი , ქალ-აპრილო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი