გაზაფხული სოფელში
მარცვალ-ცრემლებად ავინთე გრძნობებით, ნასათუთებით, წამო, სოფელში წავიდეთ, დავლაშქროთ ჩვენი თუთები, თან გავიყოლოთ ბალღები, ხონჩით და კავიანებით, დილის ცვარ-ნამის აღებით, ცის მბრწყინავ-თვალიანებით.. გზად საიდუმლოს ამოვხსნით, მდინარე რაზე ღიღინებს, მინდვრის ბიბილებს დავკოცნით, ყაყაჩოებს და გვირილებს.. წამო, წავიდეთ სოფელში, სოფლის ლაჟვარდი მწყურია, იქ, მთებთან სიახლოვეში, სად მეტი გაზაფხულია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი