მაისი
კეკლუცი ტანით,
ზურმუხტის დარით,
მაისმა მშვიდად
აიღო ქნარი…
სიმწვანემ თვალთა -
აჭრილმა ნუშად,
აფრქვია ვნება,
არ მოიღუშა.
სალუქი ხელით
ჩამოჰკრა სიმებს;
უმღერა გრძნობით
ანთებულ წყვილებს.
როცა მომნუსხველ
სიმღერას მორჩა,
გაშალა ფარჩის
ფაქიზი ბოხჩა…
მაისის ხილის
გააღო ქისა,
შეიბა ყურზე
კუნწულა ბლისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი