თიბათვე
ივნისს დაებედა პირველ-ზაფხულობა, ტალღად ლივლივებენ მწვანე სათიბები. თვეთა ტახტრევანზე სხედან ქალღმერთები, ტყუპი ფერიები, სახე-ნატიფები. ცხრა ველს გადასწვდება, ნაზად ეფინება, მათი სამოსელი - სურნელ-ფარდაგები... მუზავ, კარში გამო! სხივში აენთები! ჩრდილში ნუ დადგები ბადაგ-ქადაგებით! გამო, მზეში გამო! ეხსენ მაგ ხვიარებს! მზეს ვინც იზიარებს, ცეცხლიც იმისია! გრძნობა განახლების ალამს აფრიალებს, აჰა, თიბათვეა! ნაღდი ივნისია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი