აგვისტო
აგვისტოს ხვატში ჯერ არ მეფობს ყვითელი ფერი… ჯერ არ უნთია თავფურცელში ცეცხლი ზაფრანას… მაინც იგრძნობა შემოდგომის ნატიფი ხელი, ფოთოლთა მწვანე სიგიჟმაჟე ნაზად დამცხრალა… მალე… სულ მალე მზის სამოსით გარუჯულები გადაივლიან მშობელ ზეცას ფრინველთ კამარა… მათ ნუ გაჰყვები, მუზავ ფრთებთან გამიჯნურებით, ნუ მიმატოვებ შემოდგომის ფერთა ამარა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი