სექტემბერი


სექტემბერი , ირიბი და ალმაცერი,
თვე მტირალა, წვიმა   ღრუბლის ანაცრელი.
მზის ბარძიმი, დაშაქრული, სანატრელი,
ქარვის თვლებად აკინძული რქაწითელი.

შემოდგომის ყვავილების გაღიმება,
საფერავით გულიანი დალხინება.
ღობე-ღობე ჭინჭრის მწველი ახირება,
შებრაწული ჩალის თივად აზვინება.

სამერცხლეთის შფოთიანი აწივლება,
მავთულებზე სათათბიროდ დაწყვილება…
საუბარი: - წასვლის დროა, მეგობრებო,
ავიბარგოთ, ალბათ მალე აცივდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი