შემოდგომის სურათი


ვაზი დამძიმდა.
ვაზი ჩივის,
ვაზი წრიალებს,
ყვითელ სოფელში
ჭრელი ფოთლის
სუნი ტრიალებს.
მზემ დაშაქრული,
ყურძნისფერი
მინაბა თვალი.
დგას შემოდგომა,
ზაფხულისგან
გამონათალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი