ოქტომბერი
ოქტომბრის ზვრებში ჩათავდა რთველი, აივსო ხილით საბძელი, სხვენი, ამაყად ფშვინავს კახელი ქვევრი, სავსეა, რადგან, გამჩენის ხსენით. ქვევრა-მეურმემ შეკაზმა ცხენი, ვიწრო საურმეს აუყვა სტვენით, თუხთუხებს ქვაბში თათარა ლხენით. ჩუჩხელას უდის სურნელი მწველი... სურნელსაც, თურმე ჰქონია ფერი; ფერს კი მუსიკა, ნარნარი, მჟღერი, შემოდგუმურა ბარაქა მღერის, მარანიც მღერის, მობრძანდით, გელით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი