პირველი თოვლი
რა საამოა ქუჩაში სიარული, როცა ღიმილია მეგზურად, როცა გალობაა ციდან მოარული, როცა აეწყობი ლექსურად. თეთრად დათოვლილი ხეების ტრფიალია ჩემი უხმაურო ოცნება. გარეთ დატრიალებს ფიფქთა რია-რია ზამთრის დაბერებულ მგოსნებად. მინდა ყველა იყოს ლაღი, მხიარული, ვისაც მწუხარება ებურა. რა საამოა გარეთ სიარული, როცა ღიმილია მეგზურად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი