დეკემბრის ღამით


ამ თეთრ ღამეს ველოდი
ნაძვის მორთვის სურვილით,
შევაფრქვიე წიწვებზე
ფიფქი ოქროცურვილი.
ელვარებენ ტოტებში
ათასფერი გირჩები,
საშობაო მაგიდას
თამადობენ სირჩები.
დაექარგა ფანჯრებზე
ყინვიანი გვირისტი.
გარეთ მოძახილია -
გვეწვიეთო დილისთვის!
რა ნათელი ღამეა,
ოცნებები აშალა.
მთვარის შუქზე კრიალებს
თოვლიანი გზა-შარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი