Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_lt7aho7i8pnkn8sfqvcrgqe6b0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დიდთოვლობის დღე - ლია გიგიტაშვილი - თამარელი | პოეზია

დიდთოვლობის დღე


გრძელია  ქუჩა, ვით მისისიპი,
ხრაშუნობს თოვლი, გზა არის სიპი.
მივდივარ, დავცქერ საათის ისრებს..
ისარი თვალთა - ფიფქებთან მიფრენს...
გუნდაობს ბალღი, ანათენს კიჭებს,
ციგაში ძაღლი შეუბამთ ბიჭებს.
 მივდივარ, ვირჩევ უკვალავ ბილიკს,
რომ გადავურჩე  წაქცევის  ქილიკს...
ამ დილით ჩიტებს ვერ ვასწრებ სალამს...
მეწაღე მღერის ,,აი ბალამ ბალამ“-ს...
მოხუცი მხვდება: რა მძიმედ ხვნეშის!
ბეჭებზე ადგას პრობლემა შეშის...
ჩექმაზეც,  მგონი,  ახსნია ლანჩი...
სველი აქვს ფეხი, აციებს ტანში...
დავიწვი ცოდვით, ამტკივდა გული,
დამიფრთხა მუზა, სიამე - ნული!
როგორღა უნდა მეფიქრა  ფიფქზე,
ტკივილი დადგა ლირიკის ჯიბრზე!
გავლიე ქუჩა, გრძელი რომ ჩანდა...
მიგორავს გუნდა, ვით თეთრი პანდა...
ვიგრძენი: ხეებს ზამთარი ბანდა...
და ...პაემანზე დამაგვიანდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი