ვინ იცის


გაივლის დრო და
ჩაივლის მოდა,
გააბნევს ვნებებს.
მე ვიოცნებებ,
შენ იოცნებებ,
ის იოცნებებს.
წავიდა შლაქსი,
წავიდა მაქსი,
მოვიდა მინი. 
ჩაფიქრდა მუზა,
ეჭვების ბუზმა
წაიღო ტვინი:
იცვლება დრო და
იცვლება მოდა, 
აზრებიც შენი,
ვინ იცის, იქნებ
ორგულად იქცეს
ეგ გული შენი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი