გვირაბებს მიღმა


ჯერ არგათენებულ დღეს მოსაბეზრებელი სიგნალი გაისმა, რომელმაც გვირაბში შესვლის რიგი მაუწყა. დაღლილი, უძილარი ავდექი, უსაფრთხოების ჩაფხუტი, სანათური და ნიჩაბი ავიღე, შევდივარ. მშვიდად, აღარ მეშინია, მივეჩვიე ყოველდრიურ შიშს, რომელიც შიგნიდან მჭამდა, მაგრამ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი უსასრულო გზა იყო, რომელიც ყოველი შესვლის შემდეგ უფრო გრძელი და ამოუცნობი ხდებოდა. მივდიოდი, მივუყვებოდი გზას, სადაც წყალი უფრო და უფრო იმატებდა,  ზოგჯერ რეზინის ჩექმებსაც კი სწვდებოდა.საქმეს როცა მოვრჩებოდი, დავჯდებოდი, დავისვენებდი,ძალაუნებურად გამიტაცებდა ფიქრები ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც გვირაბებს მიღმა იყო. ვშრომობდი დაუღალავად, მეტყობა კიდეც.
  33 წლის ვარ, მაგრამ ჩემმა გარეგნობამ დროს გაუსწრო. უხეში ხელები, რომელიც წერაქვის ქნევისგან გამცვეთოდა. მარგანეცგარეული ტალახი, რომელიც ყოველდრიურად უფრო და უფრო მიჯდებოდა კანში.როდესაც ჩემი ცვლა სრულდება, ვბრუნდები სახლში გაფანტული გონებით, დასუსტებული, მაგრამ სახლის კარების გაღებისთანავე მხვდება ჩემი მომღიმარი ნანიკო, რომელიც თვალებში შემომციცინებს და მეკითხება, თუ როგორ ვარ, მაგრამ სანამ რაიმეს ვეტყვი, ჩემი სახის გამომეტყველებიდან უკვე ყველაფერს ხვდება.უჰ, რა დამავიწყებს ალერსიან ჩახუტებას, რომლითაც ყოველდრიურად მანებივრებს ჩემი პატარა გოგო, რომელიც მუდმივად ელოდება შოკოლადებს,  მამიკოსგან დაპირებულს, მაგრამ ხშირად ვერ ვყიდულბ.  ოჯახი_ აი რა მავიწყებს ყოველდურ ერთფეროვნებას, რომელიც ასეთი მძიმეა, მაგრამ განა მე ვარ მარტო ამ დღეში, განა მარტო მე ვდარდობ ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე?!_ არა, ასეთები ათასობით ვართ, ათასობით. ეჰ, ჩემი მეგობარი აცხონოს ღმერთმა! ერთხელ, გახარებული ვაჟკაცის დაბადებით, ბიჭები გვაქეიფა, მაგრამ სად დაგვცალდა, ჩვენი  ცვლა მოუწია და უკან დავბრუნდით, „ჩვენს მყუდრო სახლში“, სადაც ვათენებდით და ვაღამებდით. მივდიოდით ნელა, აუჩქარებლად, მაგრამ მაინც იმხელა მანძილზე შევსულვართ, ლაპარ-ლაპარაკში ვერც კი გავიგეთ, ხუთი კაცი მაინც ვიქნებოდით ვსაუბრობდით, თან ვმუშაობდით. ბოლოს, ცვლის შეცვლის ჯერი მოვიდა ზურიკელა დარჩა, ორი ცვლა მუშაობდა, რათა ბავშვი ცოტა ხანს მაინც უზრუნველყოფილი ჰყოლოდა, სანამ სხვები შეუერთდებოდნენ. უცებ განგაშის ხმა გავიგეთ. მივედი,  მეთვალყურეს ვკითხე, რა ხდებოდა. მან გვირაბის ჩამონგრევის შესახებ მამცნო. გავიქეცი, როგორ?_ არ ვიცი. როგორც იქნა მივაღწიე გვირაბამდე იქვე მყოფებს თვალი გადავავლე და ზურიკელა ვერსად დავინახე. წავიქეცი, თვალებში დამიბნელდა, თითქოს ყველაფერი იმ ქვესკნელს დაემსგავსა. ყველა და ყველაფერი გაქრა. დავრჩით მხოლოდ მე და გვირაბები, სადაც ზურიკელას ძებნა უნდა გამეგრძელებინა. რაღაც ცივი შემეხო, აზრზე მოვდიოდი, წყლის წვეთები დავინახე, რომელიც თვალებზე მესხმებოდა, მაფხიზლებდნენ, ბოლოს გონზე მოვედი, ყველა გარს შემომხვეოდა, მაგრამ ცხადი იყო, ზურიკელა არსად ჩანდა.
  როგორ მიმძიმს ამის მოყოლა გული გამალებით მიცემს, მაგრამ, საუბედუროდ, ეს ბოლო და უკანასკნელი ტრაგედია არ იყო, ასეთი რამ ყოველ წელიწადს ხდება, ჩვენი საშველი არ არის.ოხ, ეს გვირაბები, უჟანგბადო სივრცე, სადაც ასანთიც კი არ ინთება, აი, სად გვიწევს გაძლება ყოველ ჩვენგანს, ეს არის ჩვენთვის მოსჯილი ჯოჯოხეთი, სადაც კვლავ შევალ, რათა ჩემი შვილი მიანც ვიხსნა იმ ცხოვრებისეული გასაჭირისგან, რაც მე გავიარე. ჩვენი ცხოვრება კვლავ გაგრძელდება გვირაბებს მიღმა.
ს.ს.ი.პ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა
ლიკა კიღურაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი