პლატონურ სიყვარულზე მეოცნებე ოცდამეერთე საუკუნელი
პლატონური სიყვარული თბილი და ღრმაა, რომელიც სამუდამო მიჯაჭულობას გულისხმობს. ამ სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია, ის ვინც ამ სიამოვნებას განიცდის მის შინგით მოქცეულ მორევში ღმად დაკარგულ გრძნობებს შავი ხვრელივით ისრუტავს და ლტოლვას ქმნის, რომელიც არა სექსუალური კონტაქტით არამედ თვალებით, ღიმილით, ჩახუტებით, იწყება. ეს რაღაც არაამქვეყნიური გრძნობათა კონაა სადაც თითოეული გრძნობას თავისი ადგილი და დანიშნულება გააჩნია, ეს ისეა მოწყობილი, როგორც ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედის ფუნქცია. "ძველმოდური" ხშირად ასე მიხსენიებ, რატომ ? ამას ალბათ უკვე თქვენცფიქრობთ. ოცდამეერთე საუკუნე შესაძლებლობების ეპოქაა,ყველა ამას იძახის,რა თქმაუნდა მეც ვეთანხმები მაგრამ სწორედ ეს შესაძლებლობები აკნინებს ურთიერთობებს სწორედ ეს საუკუნე ხდის ყველაფერს მარტივს. სწორედ დრევანდელობა ცვლის იმ სიდიადეს, რომელიც ასე ძალიან მინდა სადღაც კიდევ არსებობდეს. ალბათ ყველას წაგიკითხვთ "სიამაყე და ცრურწმენა" ჯეინ ოსტინის უძლიერესი რომანი, რომელიც ყველა რომანტიკოს თავისებურად უყვარს, გასაკვირია მაგრამ საერთოდ არ მიზიდავს რომანები, ეს ის წიგნია, რომელმაც,რატომღაც დამაინტერესა და ჩემი შეხედულებები კიდევ გააღრმავა, მინდა ეს წიგნი ყველამ წაიკითხოთ,მინდა განიცადოთ ის,რასაც ნაწარმოების მთავარი გმირები ელიზაბეტი და დარსი განიცდიან, ეს იყო რაღაც აუხსნელის იდუმალი დასაწყისი, რომელიც უღიარებლად მისახვედრი გახდა თითოეული მათგანისთვის, სადაც არიყო ვნება მხოლოდ ეროტიის აქ უბრალოება იყო. სწორედ ეს ხდის ამ ნაწარმოებს საინტერესოს. ის იყო გრძნობა, რომელსაც "პლატონური სიყვარული" ერქვა. მთავარი მმეტყველი თვალები იყო. დანარჩენს განცდები მეტყველებდა: ეჭვიანობა, თავდაჭერილობა, იდუმალობა სწორედ ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმ სიყარულისა, რომლსაც ვერცერთმა წინააღმდეგობამ ხელი ვერ შეუშალა. მეც ასეთი სიყვარულის მწამს, მაგრამ მწამს და მეტი არაფერი, როგორც ვთვქი ოცდამეერთე საუკუნეში ყველაფერი სხვაგვარადაა, გამქრალია მსგავსი თავშეკავებულობა, იმდაგვარი ეჭვიანობა ისეთი სიკეკლუცე, როგორიც ადრე იყო. ახლა ყველაფერი გადამეტებულია, გადაჭარბებულია და ამ მორევში ჩათრეულ თითოეულ ჩვენგანს გვიჭირს იმის დანახვა და არღქმა, რომ ეს ყველაფერი ოდეზღაც არსებულ რეალობას წარმოადგენდა. პატივისცემა თუნდაც ისეთი, როგორიც მანდილოსნების მიმართ არსებობდა რეალური იყო მაგრამ ეს ფუჭად გადაქექილი წარსულის დროებაა რომელიც დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცემა. გიჩნდებათ ალბათ კითხვა: საიდან ? როგორ? რანაირად? ვლაპარააკობ იმ დროზე ღიად რაშიც ფილმების, ისტორიების,რომანების გარდა არაფერი მსმენია მაგრამ სწორედ იმის გვწამს რაც ძლიერ გვინდ, მეც ასე ოცნებების კორეანტელში გახვეული ნელა მივუყვები ოცნებების ტალღებს ნაზად მძვინვარეს. ალბათ დღევანდელ ალტერნატიულ რეალობში მე და ის ( არვიცი ვინ) ვიქნებით, სადღაც დრევანდელობის ბურუსსი გახვეული მაგრამ სიყვარულით ალმოდებული ჩვენ. მე, მე ვარ ის სევდიანი ოცდაამეერთე საუკუნელი, რომელსაც ეს ყველაფერი სწამს და სჯერა მთელი არსებით მე ვიქნები ის, რომელიც ჩემთვის განკუთნილ ფურცელზე საკუთარ " ძველმოდურ" ისტორიას დაწერს იმის შესახებ თუ როგორ იპოვა დარსი ოცდამეერტე საუკუნში. ლიკა კიღურაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი