მინდა შევეხო რაიმე თემას, საკაცობრიოს; ..


მინდა შევეხო რაიმე თემას, საკაცობრიოს;
და ვთქვა რაიმე სანუკვარი სიტყვა ოცნების,
რომელსაც ღმერთი შეისმენს უმალ და დაგვიდგება
საუკეთესო და რამ ძვირფასი ,,ხანა დიდების".

თუმცა და თუმცა... შეისმენს ან-კი ღმერთი იმ სიტყვებს,
რომელსაც ,,ისვრის" მისი შვილი ასე შორიდან?
რომელსაც წერს და ჰგონია, რომ მარტო სიტყვებით
სულ ცოტა ხანში ყველაფერი კარგად იქნება?..

მე ვამბობ ასე, იმიტომ, რომ ვფიქრობ - ამჟამად
ბევრია ხალხი მოთამაშე სხვისი განცდებით;
ბევრია ქვეყნად გარეგნულად მოწყალე ნუკრი,
რომელსაც სულში უთუხთუხებს ნახარში ,,ცუდი".

და, რა მინდოდა, რომ მეთქვა ამით? რა გითხრათ კარგი?
როცა შენივე საკუთარი ხალხი გაგწირავს;
როცა მშობელი დახმარების ხელს არ გაგიწვდის -
იმ ქვეყანაში ყველაფერი კარგად გვექნება?!

მე მინდა მქონდეს საქართველო - მთლიანი, ერთი,
აი ისეთი - დავითის დროში რომ გვერგებოდა!
მე არ მჭირდება არავისი მიწა ბოჭილი,
ჩემი სამშობლოს მიწა ყველას აღემატება!

იმ ქვეყანაში და იმ ადგილას, სადაც ოდითგან
მტერი იბრძოდა, რათა ,,ედემს" დაუფლებოდა
და წინაპარი ჩვენი ქვეყნის, დაუოკებლად 
ფიცხელ იბრძოდა და დიად ომში იღუპებოდა!..

სწორედ ამიტომ მე დღეს გახარებთ: უკვე გადავრჩით!
მაგრამ ახალი შემოსევა ახლა იწყება;
ჩვენი სულები გავიწმინდოთ მიწით აღვსილი
და გავუღიმოთ ჩვენ ერთმანეთს შესარიგებლად.

განა როდემდე ვივლით ასე ცალობით, კენტად,
წამალი არის მხოლოდ ერთი - შევიკრათ გუნდი
და დიდი ღმერთი, რაღა თქმა უნდა შეისმენს მუდამ
თავისი შვილის ,,გამოსროლილ" სიტყვას ოცნების!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი