უიღბლობის წყარო


უიღბლობის წყარო, მკითხეს,
რატომ ხარო? მეც, არ ვუპასუხე,
ჩემთვის, ჩუმად, გავიყურსე...
ცხოვრებაში, ერთხელ,
მინდოდა, რომ მეთქვა: “საკუთარ
ცხოვრებას რომ მიხედოთ, არა?’’

მაგრამ  კვლავ, გავჩუმდი,
დავდუმდი, დავმუნჯდი...
მაგრამ გული, კვლავაც,
ოცნებობდა, მარად..
“უიღბლობის წყარო,
მარტო, რატომ ხარო?’’

კვლავ, დასმული კითხვა,
ჰაერს დარჩა, ბინდად..
“უიღბლობის წყარო, მეოცნებე
ხარო’’ - მომაყარეს უცებ, “მერე რა,
მოხდაო?’’ - დაამატეს, თავად, გეგონება,
ამით, თუნდაც, რამეს მიხვდნენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი