ლოდინი


დავიღალე ლოდინით,
ათასგვარი ოცნებით,
მრავალფერი გუნებით,
გადაღლილი გონებით...

ლოდინს მიაქვს ცხოვრება,
არ ხდება საოცრება...
რუტინა კი, ნელ-ნელა, იქცევა,
შენს, ნანატრ, “საოცრებად’’...

დავიღალე ომებით,
სრული გაუგებრობით...
მინდა, დადგეს მშვიდობა,
ნეტავ, თუ მოვესწრებით?!

რაღაც, არა მგონია...
მოლოდინიც ომია...
გონებაშიც ომია...
სიმშვიდე კი, შორზე შორია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი