რატომ ვერ მიტან, ჩემო გონებავ?!


შემოქმედი ხარ,
თავად, მტერიც ხარ...
სულ მაკონტროლებ,
ომს ვერ ასრულებ...

რატომ ვერ მიტან?!
ნეტავ, რას მერჩი?!
ამას, ვერ ვხვდები,
ჩემო გონებავ...

მინდა მშვიდობა,
ნუთუ ძნელია?!
რატომ არ დგება?!
რა დავაშავე?!

სულ მეჯიბრები,
მაგრამ ერთნი ვართ...
გთხოვ, შემიყვარე,
უკვე, დამღალე...

ნუ იმოქმედებ, 
ისევ, ფარულად...
ნურც, ასეოდენ, 
ძლიერ, მზაკვრულად...

შიში წამართვი
 და გადამალე,
სადმე, ისე შორს, 
რომ ვერც მივაგნო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი