ლექსი შურისძიებაზე


ერთხელ მკითხეს: "რა გეწყინა?!
უზრუნველად ხომ არსებობ?!''
გამეცინა, გამიკვირდა, ვუპასუხე:
"მეც, არ მახსოვს!'', ესეც, ალალბედად...

ჩემს სიღრმეში ჩავიხედე,
ჩამარხულა მოგონება...
მერე, მივხვდი, ტვინი მიცავს,
სიზმრებსაც კი ერიდება...

"შურს იძიებ?!'' - მეკითხება,
თან, მავიწყებს, მერიდება...
"რამდენია, ქვეყანაზედ, სულ,
ასეთი ბოროტება?!''

პასუხს არ ვცემ,
კვლავ, ჩუმდება...
მოგონება მახსენდება,
ჩავფიქრდები, ალალბედად...

სახეები მახსენდება,
მაგრამ წყენა მერიდება...
ცოტა ხანში, ამ ფიქრებსაც,
ამომიშლის, მე გონება...

მაგრამ შურს, მე,
არ ვიძიებ, ვიარსებებ,
ჩემთვის, წყნარად, შენც,
იგივეს, გირჩევ, მარად...
საქართველოცხოვრებამოგონებამოგონებებიგანწყობა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი