ადრე ყველაფრის მჯეროდა...
ადრე ყველაფრის მჯეროდა, დრო კი მიქროდა, ქრებოდა... ოცნებებს ვერ ველეოდი, თანაც, ნელ-ნელა ვქრებოდი... ხალისით ვიცქირებოდი და სიხარულით ვტკბებოდი... ვრცელ ლიტერატურულ ნიმუშებს, ყოველთვის, თან ვეცნობოდი... ფილმებში, რაღაც ჯადოსნურს ვეძებდი და ვპოულობდი... კასეტებსა თუ ფირფიტებს, მუსიკას ვერ ველეოდი... ზაფხულის არდადეგებით ვცხოვრობდი და ვერ ვძღებოდი... სუფთა ჰაერით, ბუნებით, სითბოთი, მე ვსულდგმულობდი... ახლა კი, ჩუმად, ვიხრჩობი, მუსიკის ძალაც არ მინდობს... მაგრამ იმედით ვარსებობ, ამას, ვერავინ გამიქრობს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)