სულთა ჭიდილი
სულთა ჭიდილი ყველაფერი, მაშინ დაიწყო, როცა 18 წლის ვიყავი, სკოლას დამთავრებამდე 1წელი რჩებოდა. უპირველესი სწავლა და გამოცდების კარგად ჩაბარება იყო. დედა პატარაობაში დავკარგე, არც კი მახსოვს. მისი მხოლოდ სურათები დამრჩა. მამამ გამზარდა, მანებივრებდა, მზრუნველობას არ მაკლებდა. ყველაფერს ჩემს განათლებაში დებდა. უდედობა არასდროს უგრძნობინებია. მან მომცა ის, რასაც ბევრი ვერ მისცემდა დაობლებულ ჩვილ ბავშვს. ის ჩემთვის საუკეთესო იყო და მაბედნიერებდა მისი არსებობა, ამიტომ იყო, რომ წლებთან ერთად პასუხისმგებლობაც მემატებოდა. მამის იმედები უნდა გამემართლებინა, მისი შრომა უნდა დამეფასებინა. ერთი გოგონა ვიყავი, რომელიც კარგად სწავლობდა, არ დადიოდა ნაირ-ნაირი ტანსაცმლით. ჰქონდა ერთი ჩანთა. ემორჩილებოდა სკოლის წესებს. იყო აქტიური, იღებდა ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი სხვებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. სკოლა, რომელსაც ვამთავრებდი საუკეთესო კერძო სასწავლებელი იყო. სადაც ძირითადად სულ მდიდარი მშობლების შვილები სწავლობდნენ, მხოლოდ რამოდენიმე იყო ,,ჩემნაირი’’ ბავშვი, რომელმაც თავისი ცოდნით მიაღწია წარმატებას და მიეცა უფლება ესწავლა სკოლაში, სადაც ყველაფერი ,,ჩაწყობით’’ ხდებოდა, მშობლებთან ერთი ზარი ბავშვების და ყველაფერი მოგვარებული იყო. ფული, რომელიც ყველაზე ,,ბინძური’’ რამ იყო რაც კი, მენახა ყველა პრობლემას ჭრიდა, მაგრამ ფულით ყველაფერს ხომ ვერ იყიდი?! მიუხედავად იმისა, რომ ეგრედ წოდებული მდიდრები ყოველთვის გვამცირებდნენ არასდროს მიმიქცევია ყურადღება მისთვის. შურს, ბოღმას და ბოროტებას არ ვიკარებდი. მქონდა მიზანი, რისთვისაც ვიღვწოდი. ერთხელ, სკოლაში მისვლისას აურზაური დამხვდა. ყველა გიორგიზე ლაპარაკობდა. ჩემმა მეგობარმა ანამ მითხრა: ნინი დირექტორი გიბარებსო. ანა ბავშობის მეგობარია, დებივით გავიზარდეთ, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. დირექტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც კარგ და აქტიურ მოსწავლეს. კაბინეტში შევედი. ,,ნინი მოხვედიო’’, ეს მითხრა სავარძლისკენ მიმითითა. მკითხა: ,,ალბათ იცი რაც მოხდაო?!’’ - არა, ახლა მოვედი,ისე კი ყველა გიორგიზე, რომ ლაპარაკობდა გავიგე. კიდევ რამე დააშავა?-ვუპასუხე. - ამჯერად საქმე უფრო სერიოზულადაა, მითხრა და მდგომარეობა ამიხსნა. შემდეგ ასეთი დიალოგი გვქონდა: -კარგით, გასაგებია, მაგრამ მე რა შუაში ვარ. - შენი დახმარება მჭირდება, - მკაცრად უნდა დაისაჯოს, მისთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს. -ბატონო კახა, ალბათ ხუმრობთ?! მე და გიორგი რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს,თანაც იცით, როგორი ურთიერთობა მაქვს მაგასთან და მის მეგობრებთან. - სწორედ მაგიტომ აგირჩიე, თანაც დროა, სხვა ცხოვრება დაიწყოს და სხვა ხალხთან ჰქონდეს ურთიერთობა. - სასჯელი რა არის? - არა ერთია, 3კვირის განმავლობაში დამლაგებლად იმუშავებს, რასაც თავისი სიამუვნებისთვის გააკეთებს, გამოცდებში მიიღებს უმაღლეს ქულებს, თუ არადა სკოლიდან გაირიცხება, რაც დარწმუნებული ვარ არ უნდა. - მისთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. -ვიცი, ნინი, რაზეც მიმანიშნებ, მაგრამ გამოცდებს მე ჩავიბარებ,და ბოლო სასჯელი კი, ის არის, რომ მიიღებს მონაწილეობას ცეკვის კონკურსში შენს მეწყვილედ. სამართალდამცავებს პირობა მივეცი, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯებოდა და შევასრულებ კიდეც. -ბატონო კახა, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია. თქვენ მეუბნებით, რომ ერთ ამპარტავან, თვითკმაყოფილ, ამბიციურ პიროვნებასთან გამოვნახო საერთო ენა, ეს ხომ შეუძლებელია! თქვენც კარგად იცით, რომ იგი ჩემთან ცეკვის კონკურსში მონაწილეობას არ დათანხმდება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მოგეხსენებათ, კონკურსში მოგება , მნიშვნელოვანია სკოლისთვის და ჩემთვის. ამისთვის ერთი წელი მუხლჩაუხრელი ვმეცადინეობდით და თქვენ , მეუბნებით ერთ თვეში ვასწავლო მას ცეკვა, თანაც ისე, რომ გავიმარჯვოთ?! - მე შენი მჯერა ნინი, ვიცი, რომ ამას შეძლებ. -მაგრამ, ბატონო კახა, თანხმობა ხომ ნიშნავს, რომ მთელი დღე მასთან უნდა გავატარო, ეს ჯოჯოხეთის ტოლფასია. - ნინი, მასწავლებლები გაფრთხილებულები არიან, გამოცდებიდან განთავისუფლებენ. – ჩემთვის გამოცდების ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენს. - ვიცი, მაგრამ მინდა, უფრო მეტი თავისუფალი დრო გქონდეს. კონკურსში უნდა გავიმარჯვოთ. - კარგით ბატონო კახა, მაგრამ იცოდეთ, თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ფიქრობთ, კონკურსში ძველი პროგრამით წარვსდგებით... და ეს ყველაფერი, მან თუ იცის?! - არა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს... კარგი ნინი , შევთანხმდით. -ეს იყო და ეს, მაშინ მივხვდი, რომ ცუდ დღეში ვიყავი. თავი არ უნდა დამეზოგა. მალე ზარიც დაირეკა, გაკვეთილზე შევედი, მერხზე წარწერა დამხვდა: ,, გაკვეთილების შემდეგ დარჩი, უნდა დაგელაპარაკო’’. მივხვდი გიორგი იყო. გაკვეთილები გავიდა - ანიმ მითხრა: არ მოდიხარ, დღეს ხომ ჩემთან უნდა წამოსულიყავი სკოლის შემდეგ?! -აუცილებელი საქმე მაქვს, მერე იყოს, კარგიი?! -ვუპასუხე -რამეს მიმალავ? რაღაც შეწუხებილი ჩანხარ. -მოგიყვები... ბავშვები გავიდნენ, კლასში მარტო დავრჩი, სიჩუმემ დაისადგურა, სიბნელეა, ამ დროს კი, გაიღო კარი და ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა დერეფნიდან შემოსული მკრთალი შუქის ფონზე.გიორგი იყო, ფარდები გადავწიე, სინათლე რომ შემოსულიყო. -ალბათ,იცი რაც მოხდა?!.. -კი ვიცი, რომ შენს გამო ნიკა სიკვდილს ებრძვის, კიდევ ვიცი, რომ ცეკვა უნდა გასწავლო და კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა ჩემს მეწყვილედ.დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა. - ჩემი ბრალი არ არის ნიკას მდგომარეობა... - აბა რა, შენი და შენი მეგობრების ბრალი არაფერი არ არის, არასდროს ტყუით, ყოველთვის მართლები და უდანაშაულობები ხართ, თქვენი თვითდაჯერებულობა ყალბია, ეგ სიამაყე ერთხელაც დაგღუპავთ, თუ უკვე არ დაგღუპა შენ და მერე შენს მეგობრებს. იცი რომ წამოყენებული პირობები უნდა შეასრულო,წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაგრიცხავენ, რაც შენ, რა თქმა უნდა, არ გინდა. სხვაგან ასეთი პოპულარული ხომ ვერ იქნები?! -ამ ყველაფერს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმნოვიდგენდი,მხოლოდ ეგ არაა პრობლემა, სხვა გზა არ მაქვს უნდა გითხრა, დამეხმარე გამოცდების ჩაბარებაში! -რა თქვი ?! კარგად ვერ გავიგე, დახმარებას ითხოვს ბატონი გიორგი, საწყალი ნინისგაან?!რით დავიმსახურე თქვენი ასეთი პატივისცემა?! რას მივაწერო ეს?! ისე, რა საოცარია არა ეს ცხოვრება?! მახსოვს გამარჯობა არასდროს გითქვამს, ახლა კი მოდიხარ და მთხოვ დაგეხმარო?! რა საცოდავი ხარ, იმდენად არაფერი იცი, რომ თხოვნაც კი არ გეხერხება. თუმცა რა მიკვირს, შენ ხომ არასდროს არაფერი გითხოვია...რაო გიო, მამიკოს ფულებმა აქ ვეღარ გიშველეს? მაგრამ მაგას ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?! შანსი არ გაქვს!!! -ნინი, გთხოვ! -კიდევ ერთხელ მთხოვე, რაღაც ვერ გავიგე. -ნინი!!!! -რა გიო, რა?! შენ ხომ გინდა რომ დაგეხმარო, თანაც მოგწონს თუ არა შენ მე გჭირდები, უფროსწორად ჩემი განათლება... ასე რომ შენ გადაწყვიტე!!! მე დასაკარგი არაფერი მაქვს!!! - გთხოვ ნინი, დამეხმარე!!!!! ახლა?! -კარგი იყო, ყოველ შემთხვევაში წინას სჯობდა...დაგთანხმდი, მაგრამ იცოდე, რამე რომ შეგეშალოს, ან რამე ისე არ გააკეთო, როგორც გეტყვი !.. -თანახმა ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს. -რა ლაჩარი ხარ ! -მეგობრებს ვერ დავკარგავ. -რომელ მეგობრებს, რომლებმაც ამ დღეში ჩაგაგდეს?! ისინი, რომ მართლა შენი მეგობრები იყვნენ, ამის დამალვა არ მოგიწევდა, მაგრამ ისინი ხომ....თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ყველანი ერთნაირები ხართ. -ნინი ! -რატომ გგონია რომ მიცნობ? -ცდები, ძალიან კარგად გიცნობ,გქვია ნინი, დედა გარდაცვლილი გყავს, მამამ გაგზარდა, დადიხარ ტანსაცმლით, რომელიც აღარავის აცვია, გაქვს ერთ ჩანთა, ყოველ პარასკევს მსურველებს ამეცადინებ და სწავლის გარდა არაფერი გაინტერესებს. -ვიცოდი, მაგას რომ იტყოდი. -მერე არ გაინტერესებს, შენზე რას ამბობენ? -არა სულაც არა, მე ვიცი, როგორიც ვარ და კმაყოფილი ვარ. -უნდა წავიდე, ხვალ 6სთ-ზე შევხვდეთ. - წაბრძანდი, გათამამებულო მამიკოს ბიჭო. -ნინი!!! -რა? -კარგი, არაფერი. მას შემდეგ ანისთან წავედი, მელოდებოდა, ყველაფერი გამომკითხა, მხოლოდ ის ვუთხარი, ცეკვა რომ უნდა ვასწავლო და კონკურსში, ჩემს მეწყვილედ რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა... ის კი, დავუმალე, არ ვიცი რატომ და რისთვის ვაკეთებდი ამას, საუკეთესო მეგობარს პირველად ვატყუებდი, თანაც ვის გამო?! ალბათ არ შემეძლო პირობის გატეხვა... პირობის თანახმად, ხვალ 6სთ-ზე შევხვდით. ცეკვას ვასწავლიდი და თან ვცდილობდი, ყველაფერი მეთქვა, რასაც მასზე ვფიქრობდი. უნდა ვაღიარო, ძალიან ცუდად ცეკვავდა, თუმცა ცდილობდა, მაგრამ მე მომენტს ხელიდან არ ვუშვებდი, რათა დამემცირებინა. არა, მართალია არ მომწონდა რასაც ვაკეთებდი, მაგრამ მინდოდა გამოეცადა რა გრძნობაა, როცა გამცირებენ. -ფეხს ნუ მაბიჯებ, რამდენჯერ უნდა გითხრა?! -რამდენჯერაც საჭირო იქნება. არა რა, შენგან არაფერი არ გამოვა, რასაც გეუბნები ყველაფერს უკუღმა აკეთებ... რა ზანტი ხარ, რა არის?! -ნინი, შენ რა იყო, პროფესიონალი მოცეკვავის შექმნა გინდა, სწორად მიგიხვდი?!თუ ეს განიზრახე, გეტყვი რომ ტყუილად ირჯები. -ჰაჰაჰაჰა, როგორ გამაცინე, შენგან მოცეკვავე არასდროს არ დადგება. ამდენი ხანი ის ვერ შეგასმინე, დაბლა რომ არ უნდა იყურო, ხელები სწორად რომ უნდა დაიკავო, ფეხზე რომ არ უნდა დამაბიჯო და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო?!.. -ჰოოო?! მე რომ ცეკვა მცოდნოდა, შენ არ მოგმართავდნენ... ისე მასწავლებლობა, საშინლად არ გიხდება… -მე რა მიხდება და არა, ამაზე ფიქრი როდის აქეთ დაიწყე?! ან ვინ გითხრა რომ შენი საქმეა?! ან ვინ გკითხა შემაფასეო?! -რაც მოვედი შენიშვნების მეტი არაფერი გითქვამს. -გაინტერესებს რატომ?! იმიტომ რომ გულგრილი ხარ, შენთვის ეს ყველაფერი სულ ერთია,არ გაინტერესებს, გკიდია, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი. -აი, ასეთი სიმართლე კი არასდროს გითქვამს... ის კი რჩევა იყო უბრალოდ. -მართლაა?! ხელი გამიშვი და ახლა ჩემი რჩევა მოისმინე: იძულებით არაფერი გამოვა, როდესაც გაიძულებენ იცეკვო ეს ჩანს კიდეც და დამიჯერე მაყურებელი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.ცეკვა უნდა შეიგრძნო. წარმოიდგინე, თავისუფალ ფრენაში ხარ, ხელები გაშალე და მიენდე, საითაც წაგიყვანს, იქით გაჰყევი. მისგან სიამუვნება მიიღე. გაითვალისწინე ეს რჩევა და მოგებული პირველ რიგში თვითონვე დარჩები. ხომ შეიძლება ყველაფერი არ გეკიდოს. ერთხელ მაინც მოუსმინე შენს გულს. დაფიქრდი ყველაფერზე და იმაზეც რაც გითხარი... შენზეა დამოკიდებული ამ კოშმარს როგორ დაასრულებ. დარწმუნებული ვარ ახლა რასაც ჰფიქრობ. ეს ვინ ყოფილაო, რა სისულეებით აქვს ტვინი გამოჭედილიო, მაგრამ ხომ შეგიძლია სცადო მაინც. იფიქრე ამაზე... ახლა წადი და ერთ საათში დაბრუნდი. მე იძულებული ვარ შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო. ეს ვუთხარი და წავიდა, ვარჯისში გართულმა,ვერც კი შევამჩნიე, რომ მოსულიყო და მიყურებდა როგორ ვცეკვავდი. როდესაც დავასრულე მითხრა: ვსცადოთო, მესიამუვნა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, თვალებზე ბენდენა ავაფარე, დაგეხმარება-მეთქი, არ უნდოდა, მაგრამ ვაიძულე. ყველაფერი კარგად მიდიოდა. სცდილობდა, მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლიდი. სულ ვუსწორებდი, ზოგჯერ უსაფუძვლოდაც , მაგრამ ეს უფრო მოტივირებულს ხდიდა, რაც მაწყობდა,ასე გავიდა ერთი თვე, კონკურსის დაწყებიდან ორი დღით ადრე მკითხა: ,,ნინი ეს ყველაფერი შენთვის მართლა ასეთი მნიშვნელოვანიაო?! ,,ამაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი’’- ვუპასუხე. ვიგრძენი ჩემმა პასუხმა დააფიქრა, მაშინ კი, მივხვდი, რომ ჩემმა ხმამ მის გულამდე ჩააღწია და ის კარი გააღო, რაც არავის, არასდროს გაუღია... ამის შემდეგ ჩემი ყოველი სიტყვა უყურადღებოდ აღარ ჩაივლიდა, გონებაში დაილექებოდა და მასზე ზეგავლენას მოახდენდა. ეს ყველაფერი კი მისდა უნებურად მოხდებოდა.იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. კონკურსის დღეც დადგა... ფინალში საოცარი ემოციებით ვიცეკვე, ყველაზე მეტად კი, ის მიხაროდა, რომ გიორგი აჟიტირებული და მოტივირებული იყო. ჩვენი სახელი და გვარები, რომ გამოაცხადეს , როგორც გამარჯვებულები, თავბრუ დამეხვა, რომ არა გიორგი იატაკზე მოვადენდი ზღართანს, გონს რომ მოვედი ყველა მილოცავდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე და გიორგი ხალხს შევერიეთ, ვცდილობდი მისთვის თვალი ამერიდებინა, მაგრამ თვალები მისკენ გარბოდა,მას ეძებდა. ბოლოს ჩემს მეგობრებთან აღმოვჩნდი, ემოციებში იყვნენ, უხაროდათ ჩემი წარმატება, ანამ განსაკუთრებულად მომილოცა. შემდეგ გამიყვანა და მკითხა თუ რა ხდებოდა.რა უნდა ხდებოდეს-მეთქი ვუპასუხე. შენ რა, ბრმა გგონი ვარ ?! ცუდად გახდი, გიორგიმ კი ხელი შეგაშველა. ეს ჩვეულებრივი ამბავია?! ცეკვაზე ხომ საუბარი ზედმეტია, თითქოს ერთნი იყავით, საოცრება იყო.ამას არავინ ელოდებოდა. -არც ჩვენ არ ველოდებოდით, ამიტომ გავხვდი ცუდად, მან კი უბრალოდ ხელი შემაშველა. -ოოო, ვახსენეთო და აი, შენსკენ მოემართება. -ნინი, კარგად ხარ? -კი, კარგად ვარ, რატომ მეკითხები? -ცუდად გახდი, დაგავიწყდა? -უი, აღარ მახსოვდა, უმნიშვნელო იყო, ემოციების ბრალია. -გამარჯვებას გილოცავ. -შენც გილოცავ, შენ ეს შეძელი და... ნახე შენი მეგობრები გეძებენ. -ძმაო, მანდ რას აკეთებ, წამოდი, ხომ არ დაგავიწყდა უნდა ავღნიშნოთ, იქით ვიქნებით, მალე მოდი, გელოდებით. -წადით, მეც ახლავე მოვალ. ნინი შენც წამოდი-მითხრა უცბად გიომ. -მათ არ ეკითხები? -არა, დღეს ჩემი საღამოა... -მადლობა,მაგრამ შენს მეგობარ არარაობებთან საერთო არაფერი მაქვს, მათთან არაფერი მესაქმება, თანაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა ვიყო. -რაც გინდა ის ქენი, სულ მკიდია, გამოშტერებულებთან საერთო არც ჩვენ არაფერი გვაქვს, თქვენნაირი უბადრუკები, ჩვენ რომ რამეს გვეტყვიან. ჯერ თქვენ თავს შეხედეთ და მერე ჩვენ გადმოგხვედეთ. -ეეე, წესივრად ილაპარაკე, თორემ ცხვირ-პირს გაგიერთიანებ. -შენ ნუ ჩაერევი, თქვენ ხომ ხართ ქვეყნის ზურგზე ყველაზე ჭკვიანები ხოდა წადი, ხომ მიდიოდი?! -მივდივარ, თქვენთან ზედმეტად ერთ წუთსაც აღარ გავჩერდები. -მათზე გულიმერევა-მითხრა ანამ. -კიდევ რამეს იტყვიი? -ვიტყვი, მეგობრებმა ტვინი გადაუტრილეს, ყველაფერს ურჩევნია,მათ გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამდა, თუმცა ახლა მან მოინდომა, შენ კი რა გააკეთე.... შენ იცოდი მისი სუსტი ადგლი და სწორედ მას დაუმიზნე...ერთმანეთზე უარესები ხართ. ერთ მხარეს შენ დგახარ და მეორე მხარეს კი ისინი, ორ ცეცხლ შუაა და არ იცის რა ქნას, გამოსავალი ვერ უპოვნია, შენ მისთვის სულ ერთი არ ხარ... დღეს მეგობრებმა გაიმარჯვეს, ხვალ რა მოხდება ვინ იცის... -სანამ ჩვენს შორის მისი მეგობრები იქნებიან, მანამდე კარგი ურთიერთობა არ გვექნება. უნდა გაიგოს რომ ისინი მისი მეგობრები არ არიან, თუ ასეა მაშინ ამდენ რამეს რატომ უმალავს?! -მოიცა რამე არ ვიცი, რას უმალავს?! -დაივიწყე, ჭირსაც წაუღია, ეს დღე ჩემია და არავის მივცემ უფლებას ჩამაშხამოს... -მართალი ხარ, კარგი დრო უნდა გავატაროთ. არ მოდიხაართ?-დაგვიძახეს გოგოებმა, მოვდივართ... ასე დასრულდა ის დღეც, გიორგისთან ურთიერთობა გაწყვეტილი მქონდა. ერთმანეთს ზედაც არ ვუყურებდით, თვალს ვარიდებდით, ასე გაგრძელდა სანამ მერხზე წარწერა არ დამხვდა:,,პირობა პირობაა,დღეს უნდა შევხვდეთ’’. გამიკვირდა, მაგრამ...რას ვიზამდი. სკოლის უკან ბაღი იყო, იქ ველოდებოდი და თან ვფიქრობდი, პირობის შესრულება მომიწევდა. გამოცდებიც ახლოვდებოდა. -განმარტოებით სეირნობა და ფიქრი გყვარებია-მითხრა გიომ. - დიახ მიყვარს... ვფიქრობდი, როგორ მალე ავიწყდება ადამიანს ყველაფერი, გუშინ მლანძგავდი, დღეს კი მოდიხარ და ასე მშვიდად მელაპარაკები, როგორ შეგიძლია ასეთი ორპირი იყო... -ყველაფერი ძალიან მარტივია. -სწორედ ეგაა შენი პრობლემა. -რა გინდა ნინი???!!! -არაფერი არ მინდა გიო, მე რა უნდა მინდოდეს, ისე იქნება თუ ასე პირობას შევასრულებ. გამოცდების მერე კი, ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრება. ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და უნდა გააცნობიერო რისთვის, უნდა იცოდე რა გინდა ამ ცხოვრებისგან და რას ელი მისგან, მაგრამ შენ ეგეც კი არ იცი, ან არ გინდა რომ იცოდე,იტყვი ძალიან კარგად ვიციო, მაგრამ ეგ სინამდვილე არ იქნება. ადამიანებს თავს აჩვენებ, ვითომ ძალიან ბედნიერი ხარ, ყველაფერი იცი და კმაყოფილი ხარ ამ ცხოვრებით, უბედურება კი ის არის, რომ მაგ ყველაფერს საკუთარ თავსაც აჯერებ, არ ცდილობ გულს მოუსმინო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ტუილად ვლაპარაკობ. დაივიწყე... აბა რითი დავიწყოთ? -მართალი ხარ, ტყუილად ლაპარაკობ, შენ რითიც გინდა... აი ასე იყო, ვიცოდი რომ მისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყო, ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა. დრო გადიოდა და გიო იცვლებოდა, მეგობრებს ნელ-ნელა შორდებოდა და მე მიახლოვდებოდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაცას მივაღწიე, ამდენმა საუბარმა შედეგი გამოიღო. დავახლოვდით, თითქოს მეგობრებიც გავხდით, შეიძლება ასეც ითქვას. ფაქტია ერთმანეთს ვუგებდით, ერთმანეთის მოსმენა დავიწყეთ. რამოდენიმე დღე რჩებოდა გამოცდებამდე. უფრო დატვირთული რეჟიმით ვმეცადინეობდით. შედეგიც უკეთესი გვქონდა. -იმ დღეს ანი მოვიდა ჩემთან, წავიხემსეთ, თან ვისაუბრეთ. უცბად მკითხა: -ნინი, აღარ მენდობი?! -რა სისულელეა!!! -აბა, მითხარი რა ხდება?! უკვე ყველა თქვენზე ლაპარაკობს, მე კი ყველაფერს ჭორების სახით ვიგებ, ნინი და გიო ერთად არიანო,ერთად მეცადინეობენო, მის გამო მეგობრებს წაეკიდაო და რა ვიცი კიდევ რა, მაგრამ ფაქტია, რომ მეგობრებს ძველებური ურთიერთობა აღარ აქვთ, დაძაბულები არიან, მართალია ძალიან მიხარია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, როდის აპირებდი ამის თქმას?! -საყვარელო მაპატიე, შენ რომ ჰფიქრობ, ის არ არის. ვაპირებდი, მაგრამ... -სულელო, ბოდიშს რას მიხდი,მართალია მეწყინა მაგრამ ,,დები’’ ვართ, თუ დამიმალე, მიზეზიც გქონდა, ახლა მითხარი: რა მაგრამ?! დაიწყე გისმენ. -ისეთი არაფერი, იმ დღეს, როცა გიოს ამბავი მოხდა, გახსოვს გაკვეთილების შემდეგ შენთან უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ვერ წამოვედი, საქმე მაქვს-თქო გითხარი, მაშინ გიოს შევხვდი, მთხოვა, რომ გამოცდებზე დავხმარებოდი, ჯერ უარი ვუთხარი, შემდეგ დავთანხმდი,იმ პირობით თუ კონკურსში ღირსეულად წარვსდგებოდით. ახლა კი პირობას ვასრულებ. მხოლოდ ერთად ვმეცადინეობთ, ხშირმა შეხვედრებმა კი დაგვაახლოვა. მეგობრობის მსგავსი რამ ხდება, სხვა არაფერი. რაც შეეხება მეგობრებთან დაშორებას, მე არაფერ შუაში ვარ, თავისთავად მოხდა, სიმართლე რომ გითხრა ძალიან მიხარია, სხვანაირად აზროვნებს, რადიკალურად შეიცვალა. სხვა რა, ერთად არ ვართ, როგორც შენ გგონია. -ეგეც დროის საკითხია ,,დაო’’. -ანიიიი!!!!!!!!!!! -რა ნინი რა?! უბრალოდ ბედნიერებას იმსახურებ, მხოლოდ ის მინდა, რომ სულ ასე გიბრწყინავდეს თვალები, თან რაც დღეს ხდება, მხოლოდ შენი დამსახურებაა, შენ შეცვალე გიო... -ვიცი ჩემო გოგო, მაგრამ... -საღამომდე იყო, მერე წავიდა, შემდეგი დღეც გათენდა, მძიმე დღე იყო, მეორე დღეს გამოცდა გვქონდა.საღამოს გიო ვნახე, ყველაფერს კარგად გადავხედეთ, განვიმტკიცეთ, ამასობაში დაღამდა, სახლამდე გამოცილება დაიჟინა,წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. გულთბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, წარმატებები ვუსურვეთ და წავიდა. თვალი კი უნებურად მას გაჰყვა. მეორე დღეს ძალიან აღელვებული ვიყავი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სამივე პირობა შესრულდა, გიოც გახარებული იყო, თავისთავად მეც. ის დღე ერთად უნდა გაგვეტარებინა, მაგრამ ჩემს გამო მეგობრებს ეჩხუბა, შეიძლება ითქვას დაშორდნენ კიდეც, მიზეზი არ ვიცოდი, არც მას უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულოო, ყველაფრისთვის დიდი მადლობაო, ხელები ხელებზე დამადო და დამემშვიდობა. ეს ყველაფერი კი მერე გავიხსენე, იმ წუთში ვერ გავაანალიზე, ჩემს თავს რაც ხდებოდა. მის შემდეგ არც მინახავს და არც შემხმიანებია. გაურკვევლობა მაღიზიანებდა, ხასიათს მიფუჭებდა. თითქოს რაღაც ხდებოდა და ამავდროულად არც ხდებოდა. ხვალ აღსანიშნავი დღე გვაქვს. ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი რა მომდის, შეიძლება არც მოვიდეს, მაგრამ რომ მოვიდეს რა მოხდება?! არაფერი ვიცი. ძალიან არეული ვარ, ასეთ გაურკვევლობაში პირველად აღმოვჩნდი, რა ქაოსია. რა აზრები აღარ მომდის. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის..... იქნებ სჯობს არც წავიდე.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი