29 ივლისი
“ვინ დამტანჯოს ბიჭოვ შენზე მეტად, ვინ ჩამაგდოს მე უარეს დღეში” ნეტავ ოდეს გარდავიქცე ლეშად ყვავ-ყორნებმა წამათრიონ მთებში. თუ გიყვარდი ბიჭოვ სხვებზე მეტად, რატომ მკლავდი მეასეჯერ დღეში. რატომ?რისთვის არ მაცადე მეთქვა, რომ სამოთხეს მე ვეძებდი შენში. ვინ გიყვარდა ბიჭოვ ჩემზე მეტად, ვის დავაცხრე გარდავაგდო ხევში. ვინ დავტანჯო შენზე უფრო მეტად, ვინ გავწირო და მოგაკლა ხელში. და თუ ჩემო,მე მოგიკლავ იმ ქალს, ვისაც სულში ჩაუძვრები ისევ იცოდე,რომ შენს სიცოცხლეს ვფიცავ შენც გაგწირავ არ დაგინდობ ისევ. შენს მზეს ვფიცავ ერთადერთო ღმერთო ათეისტად გარდვიქცევი ნებსად, და ვილოცებ შენს სახელზე ერთო. და ჩემს ლოცვებს მე აგიგებ წესად. ვინ დაგტანჯოს ბიჭოვ ჩემზე მეტად, ვინ ჩაგაგდოს შენ უარეს დღეში. თუ კი თავად გარდაიქეც ლეშად. ყვავ-ყორნებს ვთხოვ,წაგათრიონ მთებში. თუ მოგაკლდა ბიჭოვ სითბო ჩემგან, აღარ მპოვო გავხდი უკვე სხვისი, სხვაღა ათბობს ამ სულს შენზე მეტად. აღარა მსურს შენთან. დღეს ვარ სხვისი. გეთანხმები,თუ კი თვლი,რომ ჩემში. აღარაა რამე წმინდა-ერთი. გეთანხმები,თუ კი თვლი,რომ ჩემში. მოკვდა, ჩაქრა ყოვლად წმინდა ღმერთი. ახლა უკვე გვიანია ჩემო, ყვავ-ყორანმა წაათრია ლეში. თუ კი გსურს,რომ კვლავ გამათბო ჩემო. გადმოვარდი ჩემთან ერთად ხევში. გადმოხტი და ვფიცავ ისევ ერთად, შენს მზეს ვფიცავ, ერთად შევძლებთ შველას. მთვარეს ვფიცავ,ბიჭოვ შენზე მეტად. არვინ არ მგვრის ასე ძლიერ შვებას. “ყველა გრძნობის მოპოვებას ვცდილობ, მაგრამ ოდეს თუ დაგაკლდა რამე” იცოდე,რომ ის გრძნობაა,ტკბილო. ოცდაცხრაში,რომ დაკარგე ღამე. ყვავილი🌸
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი