აღარ ვიქნები შინ
შეგიყვარდება — ვიცი, ერთხელ მაინც, და იმ სიყვარულში მე დაგაკლდები. შეგიყვარდება — გულს ბოლომდე მისცემ, რაც ჩემთვის რატომღაც ვერ გაიმეტე. შეგიყვარდება — ტკივილიც გეწვევა, ჩემი დუმილი რომ ვერ გაიგე მაშინ. შეგიყვარდება — დათმობ ყველაფერს, რაც ჩემთვის ვერ დათმე, ვერასდროს მაშინ. მერე მიხვდები — რას ვგრძნობდი ჩუმად, მაგრამ ის „მერე“ უკვე გვიანი იქნება. შეგიყვარდება ისიც, რაც არ გიყვარდა, და სხვანაირად ნახავ ყველაფერს ერთ დღეს. შეგიყვარდება იმ გრძნობით ბოლოს, რითაც მე უნდა შეგყვარებოდი შენ, და როცა გულში ჩემს კვალს მოძებნი — აღარ ვიქნები შინ. მეც შევიყვარებ — კიდევ, სხვანაირად, გზებს მოვძებნი, სადაც ერთად არ გვივლია. მეც შევიყვარებ — და ჩუმად გავანდობ ყველა საიდუმლოს, რაც შენთან დამრჩა. მეც შევიყვარებ — მაგრამ გულს შევინახავ, არ გავცემ სრულად, როგორც მაშინ მოგეცი. მეც შევიყვარებ — და მის თვალებში აღარ დაგიწყებ ძებნას… მეც შევიყვარებ — და ვიბრძოლებ მისთვის, როგორც შენთვის ოდესღაც უნდა მებრძოლა. მეც შევიყვარებ იმავე სიყვარულით, რომლითაც წესით შენ უნდა მყვარებოდი. მეც შევიყვარებ — და დუმილს ავირჩევ, მის გვერდით შენზე აღარ მოვყვები.💙
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი