რა ფერი აქვს მიტოვებას?


თუ აღარ გელი ღამენათევი კართან,
თუ აღარ გწერ სიყვარულს მართალს,
თუ მონატრება წარსულში დარჩა,
მაშინ დასრულდა ზღაპარი ჩუმად.

ზღვას რომ ჩავუარე მე  იმ ცივ საღამოს,
ქარი მიმხელდა დაკარგულ ამბავს,
ტალღებიც თითქოს შენს სახელს ამბობდნენ,
მე კი ვიხრჩობდი უთქმელ სინანულში.

შენ რომ ვერ დაგინახე ჩემს მომავალში,
მაშინ დაინგრა ოცნება ბავშვური,
ყველა ის გეგმა, შენით ნაშენი,
ერთ ღამეში გახდა ფერფლი და ნისლი.

მე იმ დღეს მოვკვდი, სხვისი სურნელით მოსულს
რომ შეგეხე ისევ გაყინული ხელით,
თვალებში გეტყობოდა უცხო შეხება,
და გულში ჩამესმა სიყვარულის დასასრული.

განა როგორ შეძელი სხვას ჩახუტებოდი,
და მერე ჩემთან იგივე თვალებით მოსულიყავი,
როგორ მოახერხე ასე მშვიდად
ჩემი გული ნაწილებად დაგეშალა.

შენს ტუჩებზე ღვინის გემო რომ ვიგრძენი,
მაშინ მივხვდი — თურმე გვიანი იყო,
ღალატის გემო მწარე ყოფილა,
და სიყვარულიც თურმე მოკვდავი.

იმ ღამით ჩუმად ავტირდი ისევ,
ცრემლები მხრებზე მდიოდა მძიმედ,
სარკეში ჩემი თვალები ვეღარ ვიცანი,
თითქოს საკუთარ თავსაც დავემშვიდობე.

ნუ გეწყინება, დღეს რომ აღარ მიყვარხარ,
ნუ დამაბრალებ სიცივეს გულში,
მე შენი სიყვარული მაშინ მოვკალი,
სხვასთან რომ დაგინახე ქუჩაში.

მაგრამ ფიქრი მაინც გულს მიღრღნიდა —
რა ფერი ჰქონდა მიტოვებას?
დიდხანს ვეძებდი პასუხს ღამეებში,
და ბოლოს მივხვდი ყველაზე მწარედ:

მიტოვება ლურჯი ყოფილა თურმე.

ლურჯი — როგორც ზღვა ქარიან ღამეში,
ლურჯი — როგორც ტკივილი თვალებში,
ლურჯი — როგორც გაყინული თითები,
როცა საყვარელი ადამიანი გტოვებს.

შენი თვალების ფერი ჰქონია თურმე
ყველა უძილო ღამეს და მონატრებას,
და მაშინ მივხვდი ყველაზე მძიმედ —

ღალატს საყვარელი ადამიანის თვალის ფერი ჰქონია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი