სიყვარული
_ დედა, სიყვარული რა არის? ვკითხე დედას, მაშინ როდესაც სადილს ამზადებდა. მან ღიმილიანი სახით შემომხედა და მიპასუხა: _ " შვილო, სიყვარული იმ პაწაწინა ვარსკვლავს ჰგავს , რომელიც ირგვლივ, მილიარდობით ვარსკვლავს შორის ციმციმებს. ვაკვირდებით, რომ არ ჩაქვრეს ან არ დაგვეკარგოს, სწორედ ეს არის სიყვარული. ჩვენ სიყვარულს ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც ის პაწაწინა ვარსკვლავი, სწორედაც , რომ ხშირად უნდა ვუყურებდეთ და მოვუფრთხილდეთ მას. _ დედა, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ? _ იმიტომ, შვილო, რომ სიყვარული ღმერთია, წყალობაა, მფარველობაა და კოსმიური გრძნობაა. როგორც უფალს მოვოხსენიებთ, როცა ტაძარში შევდივართ სალოცავად, ან როცა დედა შვილზე ლოცულობს, რომ ის ღმერთის მფარველობის ქვეშ იყოს მუდამ. ეა ყველაფერი სიყვარულია. სიყვარულის გარეშე კი ფოთოლიც კი არ შრიალებს დედამიწაზე ❤️❤️❤️🌸🌸🌸 ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან: " ჩვენი ცხოვრება "
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი